აფხაზეთის თემაზე ეროვნულ არქივში გამოფენა - „აქ ერთად ვართ“ გაიხსნა [ფოტო]
აფხაზეთის თემაზე ეროვნულ არქივში გამოფენა - „აქ ერთად ვართ“ გაიხსნა [ფოტო]

საქართველოს ეროვნული არქივის საექსპოზიციო დარბაზში ფოტოგამოფენა „აქ ერთად ვართ“ გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში, ლიტერატურის მუზეუმსა და კერძო კოლექციებში დაცული უნიკალური ფოტომასალები, რომელიც აფხაზეთის რეგიონში საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკოსებისა და ხელოვანების ურთიერთობებს ასახავს.

გამოფენის ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მიზანია, შეახსენოს საზოგადოებას ქართველებისა და აფხაზების მრავალსაუკუნოვანი ისტორია. გამოფენა ერთგვარი გზავნილია, საერთაშორისო საზოგადოებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისადმი, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობების აღდგენა.

გამოფენა 23 მაისს დაიხურება.