„რატომ ევროპა“ - ანა გოგუაძის ფოტოგამოფენა

„რატომ ევროპა?“– ამ სახელწოდებით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ფოტოგრაფ ანა გოგუაძის გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები ევროპის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე მოგვითხრობს. პროექტი ფონდმა „კეტარმა“, ევროკავშირის მხარდაჭერითა და კამპანიის „ახლა”-ს პარტნიორობით წარადგინა და ის ერთგვარი გზავნილია მსოფლიოსთვის, თუ რატომ ვირჩევთ ევროპას.

ექსპოზიციის დათვალიერება საგამოფენო სივრცეში მსურველებს დღესაც შეუძლიათ.