დღეს აფხაზეთის დღე აღინიშნება

დღეს აფხაზეთის დღე აღინიშნება. 23 მაისი – მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რადენიმე წლის წინ აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა.

თარიღთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი – აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივით, სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინება;

აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისს დაესწრება;

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით, აფხაზეთის დღის აღსანიშნავად, პარლამენტში გაიმართება გამოფენა სახელწოდებით – „ჩემი სახლი აფხაზეთში“;

დღის ბოლოს კი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის სიმღერისა ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის „აფხაზეთი“ საანგარიშო-საიუბილეო კონცერტი გაიმართება.