217 საჯარო მოხელეს, ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევების გამო, 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევები – თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დეპუტატები არჩილ თალაკვაძე, აკაკი ზოიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, მინისტრის მოადგილეები, მოსამართლეები, გამგებლები – 217 საჯარო მოხელეს შარშან 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მიზეზი – ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილი ხარვეზებია.
დარღვევების ძირითადი ნაწილი ტექნიკურია, მაგალითად, უზუსტობაა საბანკო ანგარიშებთან ან უძრავ ქონებაზე მიმაგრებულ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით. საჯარო სამსახურის ბიუროში განმარტავენ, რომ კანონით ნებისმიერ მცირე ხარვეზზე ერთნაირი სანქციაა გათვალისწინებული.
შესაძლოა, მომავალში ეს წესი შეიცვალოს და უმნიშვნელო დარღვევაზე მხოლოდ გაფრთხილება მოხდეს. დეკლარაციების მონიტორინგი პირველად განხორციელდა.