21 ოპოზიციური პარტია კამპანიას იწყებს

„მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“,- 21 ოპოზიციური პარტია კამპანიას იწყებს.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართეს საკანონმდებლო ორგანოს და ხვალ საპროცედურო კომიტეტისგან ხელმოწერების ფურცლის ნიმუშებს ელოდებიან, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტებში ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

ოპოზიცის მოთხოვნაა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, თუმცა მანამდე დღეს საინიციატივო ჯგუფის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.