2022 წლის შუალედური არჩევნები - როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი ბათუმში
დილის 8 საათიდან კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ბათუმის მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში. გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. დღევანდელი არჩევანით გადაწყდება ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის ფორმირების ბედი.
როგორც ცნობილია, პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს ერთი მანდატი აკლდებათ. არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები მონაწილეობენ.
როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი – მერაბ წულუკიძე გვერთვება ბათუმიდან.