პარლამნეტში 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტს განიხილავენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცნობს. მომავალი წლის ბიუჯეტი 18 მილიარდ 400 მილიონი ლარია. საბოლოოდ კორექტირებულ ვარიანტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კორონავირუსის პანდემიის გამო განსაზღვრულ ხარჯებს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტში ასახულია ყველა ის სოციალური დახმარება, რაც მთავრობამ დააანონსა.