2020 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე პარლამენტშია. საკომიტეტო მოსმენები 4 ოქტომბერს დაიწყება. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურა, განათლება და ჯანდაცვაა. დაგეგმილია ასაკობრივი პენსიის ზრდა. ასევე ხელფასების მომატება სკოლისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებისათვის, ექიმებისთვის, პოლიციასა და სამხედრო მოსამსახურეებისათვის. ბიუჯეტის მოცულობა 14 მილიარდ, 200 მილიონი ლარი იქნება. არსებულ პროექტთან დაკავშირებით, კრიტიკული კითხვები აქვთ საპარლამენტო ოპოზიციაში.