ქუთაისის საკრებულოს სხდომა

ქუთაისის საკრებულოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. დღეს ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა დაამტკიცონ. სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს და დოკუმენტს ქუთაისისა და ამომრჩევლების შეურაცხყოფა უწოდეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა დეპუტატებმა, რომლებიც მხარს ნიკა მელიას უჭერენ, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.