რვა დღე საპარლამენტო არჩევნებამდე – პოლიტიკურ სუბიექტებს ამომრჩეველთან შეხვედრებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ.
პოლიტიკოსები მოქალაქეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდებიან, მათ პროგრამულ პრიორიტეტებს აცნობენ და პრობლემების მოგვარების საკუთარ ხედვას სთავაზობენ. ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან ერთად აქცენტი კეთდება ევროკავშირში ინტეგრაციისა და მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
26 ოქტომბერს მოსახლეობა მე-11 მოწვევის პარლამენტს აირჩევს.