მწვავე კითხვების ფონზე ჩაიარა ფინანსთა მინისტრის მოსმენამ.
ივანე მაჭავარიანი დეპუტატების წინაშე 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას წარადგენს. პრიორიტეტები უცვლელი რჩება: ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლება, პენსიების ზრდა და ხელფასების მატება საჯარო მოხელეებისთვის. თუმცა ცალკეული პროექტების დაფინანსების კუთხით შენიშვნები აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაშიც. მათ შორისაა პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძემ მთავრობის წევრს 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების გადახედვაც სთხოვა.