2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იზღუდება

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები მომავალი წლიდან საქართველოში ვეღარ შემოვა.

მთავრობა გადაწყვეტილებას ჰაერის დაბინძურების დონის მკვეთრი მატებით ხსნის. ბოლო კვლევებით, განსაკუთრებით რთული ვითარება თბილისსა და დიდ ქალაქებშია, სადაც მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას რამდენჯერმე აჭარბებს. საწვავის ხარისხის კონტროლის შემდეგ ამჯერად რეგულაციები უკვე ავტომობილებს შეეხება. ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მავნე გამონაბოლქვის შესამცირებლად აიკრძალება მანქანების გამონაბოლქვის მაკონტროლებელი ნაწილის, ე.წ. კატალიზატორის უცხოეთში გაყიდვაც. ავტომობილების „ევრო 5“-ის სტანდარტზე გადაყვანის პარალელურად მალე გზებზე სპეციალური აპარატურით იმ მანქანებსაც გააკონტროლებენ, რომელთა მხრიდან მავნე გამონაბოლქვის გამოყოფა ვიზუალურადაც შესამჩნევია.