დამატებითი მექანიზმი გამონაბოლქვის შემოწმებაზე

4 სექტემბრიდან გამონაბოლქვზე შემოწმების დამატებითი მექანიზმი ამოქმედდება. ავტომობილს, რომელსაც მუქი ფერის გამონაბოლქვი ექნება, ქუჩაში მოძრაობისას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟი გააჩერებს და შეამოწმებს. კონტროლი ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება. დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 300 ლარით დაჯარიმდება. იურიდიულ პირზე პირველ ჯერზე სანქცია 500 ლარია, განმეორებით შემთხვევაში – 1 500 ლარი.