სიახლეები ავტომობილების ტექინსპექტირებაში

მანქანების ტექნიკურ ინსპექტირებაზე მიმართვის რაოდენობა გაზრდილია. ეს მას შემდეგ, რაც რეგულაციები გამკაცრდა.

ბოლო წლების სტატისტიკამ აჩვენა, რომ მძღოლების ნაწილს სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების გავლას ჯარიმების გადახდა ერჩივნა. თუმცა, კანონის გამკაცრებამ მოცემულობა შეცვალა. მოქალაქეებს ავტომობილების ჯარიმების გადახდით სავალდებულო შემოწმების თავიდან აცილების შესაძლებლობა აღარ აქვთ. მიმართვის რაოდენობის მატებას იმ გარემოებასაც უკავშირებენ, რომ განმეორებითი ინსპექტირებაც ფასიანი გახდა. რეფორმის ეფექტურობის გაზრდის მიზნით მომავალში რეგულაციები ინსპექტირების ცენტრებისთვისაც იგეგმება.