შეღავათები ავტოიმპორტიორებისთვის

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტზე დროებით გამონაკლისი დაიშვა. შეღავათით ისარგებლებს 1 500-მდე ავტოიმპორტიორი. საუბარია მოქალაქეებზე, რომლებმაც 1-ელ დეკემბრამდე მოასწრეს ავტომობილის შეძენა, თუმცა, მისი ჩამოყვანა სხვადასხვა მიზეზით გაჭიანურდა. შეღავათის დაწესება მას შემდეგ მოხდა, რაც ავტოიმპორტიორთა ასოციაციამ საკითხზე აქცია გამართა.

შეგახსნებთ, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების რეგისტრაცია 1-ლი იანვრიდან შეიზღუდა. ქვეყანა ავტოიმპორტიორებისთვის მინიმალურ ევრო ხუთის სტანდარტს აწესებს. მიზეზი გარემოზე მიყენებული ზიანის, მათ შორის ჰაერის დაბინძურების შემცირებაა.