ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ავტომატური სადგური გაიხსნა. შვედეთის მთავრობის განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეძენილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგური ახალციხეში დამონტაჟდა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მიღებული მონაცემები ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე არსებობს შვიდი ავტომატური და ორი მობილური სადგური.