2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაზე სასამართლო განხილვები 14 ივნისს გაგრძელდება
2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაზე სასამართლო განხილვები 14 ივნისს გაგრძელდება. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების ბრალდების საქმეზე პროცესი დღეს ადვოკატის შუამდგომლობით გადაიდო.
ბრალდებულ ლევან ქარდავას ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ წინა პროცესზე დარბაზიდან გაძევებულ ქარდავას მისცემოდა საშუალება, სხდომებს დასწრებოდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. სწორედ აქედან გამომდინარე, ადვოკატმა კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა, რომ რადგან დღეს პროცესს არ ესწრებოდა ქარდავა და მისი პოზიცია უცნობი იყო, განხილვა გადადებულიყო.
სასამართლოს დღეს ორი მოწმისთვის უნდა მოესმინა. ისინი 26 მაისის აქციის დაშლისას დაშავდნენ. უფლებამოსილების გადამეტება ძალის გამოყენებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 5 ყოფილ ჩინოსანს დათა ახალაიას, ვასილ ლელუაშვილს, გიორგი ლორთქიფანიძეს, რევაზ შიუკაშვილს და ლევან ქარდავას აქვთ წარდგენილი.
ბრალდებულმა ვასილ ლელუაშვილმა სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ კუდის ყოფილი ჩინოსნები 26 მაისის საქმეზე ცრუ ჩვენებებს აძლევენ.