გერმანიის სასამართლომ ძებნილი ჭაკუას ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო, დავით ჭაკუა უკვე მეოთხე ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც საქართველოს გადმოსცეს - პატიმრებზე ძალადობის ისტორია და ციხის ბუნტის ანატომია

შვიდ წლიანი ძებნის შემდეგ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული და ინტერპოლის მიერ ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოში ჩამოიყვანეს.

ქვეყნიდან 2012 წელს დათა ახალაიასთან და მეგის ქარდავასთან ერთად წასული დავით ჭაკუას ექსტრადირება გერმანიიდან რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის გვარი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორის 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეში, რაზეც გამამტყუნებელი განაჩენი უკვე არსებობს. ოლეგ მელნიკოვის და გია დგებუაძის შემდეგ ჭაკუა სხვა ქვეყანაში დაკავებული უკვე მესამე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც საქართველოს გადმოსცეს.

რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიაში საქმის განხილვისას დავით ჭაკუა ექსტრადირების წინააღმდეგი იყო და ამბობდა,  რომ ის საქართველოში პოლიტპატიმარი იქნებოდა.  ბრალდებული 21-დღიან კარანტინს პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამედიცინო საკარანტინო სივრცეში გაივლის. იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი ე.წ. მატროსოვის ციხე უკვე დახურულია, ჭაკუას, წარსულში მის დაქვემდებარებაში მყოფ სასჯელაღსრულების რომელიმე დაწესებულებაში მოათავსებენ.

დატოვე კომენტარი