პატარკაციშვილის საქმის განხილვა გრძელდება

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, პროკურორი ბრალდებულების ადვოკატებს სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

დღევანდელ პროცესზე სამი მოწმის დაკითხვა იგეგმებოდა, თუმცა ბრალდებულ ლევან ქარდავას ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო სხდომა გადაიდო.

ადვოკატმა სასამართლოს შეატყობინა, რომ ბათუმში, სასამართლოში სხვა საქმის განხილვას ესწრებოდა. მოსამართლემ მიზეზი არასაპატიოდ მიიჩნია. გია გოროზია 200 ლარით დააჯარიმა, საქმის განხილვა კი ხვალისთვის გადაიდო.