26 მაისის საქმე

პროკურატურის მოწმის გამოკითხვით გაგრძელდა სასამართლოში 26 მაისის აქციის დარბევის ფაქტზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსნების ბრალდების საქმე.

დაზარალებულმა პროცესზე დღეს გაიხსენა, თუ როგორ გაუსწორდნენ მას სამართალდამცავები კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობაში. მისივე თქმით, გაფრთიხელების მიუხედავად, რუსთაველის გამზირის დატოვება აქციის მონაწილეებს არ შეეძლოთ, ვინაიდან ყველა გასასველი გადაკეტილი იყო.

ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მოწმეს პირდაპირი ჩვენება არცერთი ბრალდებულის წინააღმდეგ მიუცია.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 5 ყოფილ ჩინოსანს, – დათა ახალაიას, ვასილ ლელუაშვილს, გიორგი ლორთქიფანიძეს, რევაზ შიუკაშვილს და ლევან ქარდავას, – ბრალად ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება ედება.