26 მაისის საქმე

რა დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა მოწმემ სასამართლოს 26 მაისის საქმეზე.

ჩვენება ვახტანგ გიგინეიშვილმა მისცა. დაზარალებულმა კიდევ ერთხელ გაიხსენა დარბევის დეტალები და განაცხადა, რომ მცდელობის მიუხედავად, ტერიტორიის დატოვებას ვერავინ ახერხებდა, რადგან რუსთაველის გამზირისთვის სპეცრაზმს ალყა ჰქონდა შემორტყმული. საქმეზე შემდეგი სხდომა 28 იანვარს, 11 საათზეა ჩანიშნული. დაცვის მხარეს სხდომის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან გიორგი ლორთქიფანიძე, დათა ახალაია, ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.