მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო.
სკოლის დამამთავრებელ გამოცდას ისინი ოთხ საგანში ჩააბარებენ. პირველი ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს.
დღესვე ტარდება გამოცდა ბიოლოგიაში. ეს იმ მეთორმეტე კლასელებისთვის, რომლებსაც საგნების ნაწილი მეთერთმეტე კლასის ბოლოს არ ჩაუბარებიათ.
საატესტატო გამოცდებისთვის სულ 49 000-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული.