აკა მორჩილაძე ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად საქართველომ მწერალი აკა მორჩილაძე წარადგინა. ინფორმაცია ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

„სიხარულით გაცნობებთ, რომ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე“, – აღნიშნულია ლიტერატურის ინსტიტუტის განცხადებაში. ლიტერატურის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის გამარჯვებული ოქტომბერში გამოცხადდება.