მაია მიმინოშვილი - ამ დროის მონაცემებით, ათი ათასზე მეტი მოსწავლიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 98 პროცენტმა გადალახა
მაია მიმინოშვილი - ამ დროის მონაცემებით, ათი ათასზე მეტი მოსწავლიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 98 პროცენტმა გადალახა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, 10 ათასზე მეტი მოსწავლე გავიდა გამოცდაზე.

მისივე თქმით, მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 98%-მა გადალახა.

ამასთან, როგორც მიმინოშვილმა განაცხადა, არაქართულენოვან სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მეორე საგნად ქართულ საგანს აბარებდნენ, მათში ჩაჭრის მაჩვენებელი მაღალია და დაახლოებით 6%-ს შეადგენს.

რაც შეეხება საკითხს, იყო თუ არა დილიდან გამოცდებზე რამე ტექნიკური ხარვეზი, მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი პრობლემა შექმნილია მცხეთის სამ საჯარო სკოლაში, სადაც ამ დროისთვის სკოლებს ინტერნეტი არ მიეწოდება, რის გამოც საგამოცდო პროცესი არ დაწყებულა.

მიმინოშვილის განცხადებით, პრობლემა უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დღეს დაიწყო. 2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები 20 მაისს ქართული ენასა და ლიტერატურაში, ასევე გეოგრაფიაში ტარდება. დღეს უწევთ გამოცდების ჩაბარება მოსწავლეებს ქართულში, რომელთაც ქართული არჩეული აქვთ, როგორც მეორე ენა.

21 მაისს გამოცდები მე-12 კლასელთათვის უცხოურ ენებსა და ბიოლოგიაში ჩატარდება, 22 მაისს ისტორიასა და ფიზიკაში, ხოლო 23 მაისს მათემატიკასა და ფიზიკაში.

გამოცდების ბოლო დღეს, 24 მაისს მოსწავლეებს ქიმიაში მოუწევთ გამოცდის ჩაბარება.