ავარიული შენობის გამო დახურული ოთხი ბაღის ათასამდე აღსაზრდელი 11 სკოლამდელ დაწესებულებაში გადანაწილდა. ჯგუფებში კი ბავშვებთან კვლავ ძველი აღმზრდელები მუშაობენ.
125-ე, 84-ე, 64-ე და მე-19 ბაგა-ბაღები გასულ კვირას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე დაიხურა.
ბაღების მართვის სააგენტოში იმედოვნებენ, რომ მათი რეაბილიტაცია რამდენიმე თვეში დასრულდება და ბავშვები განახლებულ ბაღებს ახალი სასწავლო წლიდან დაუბრუნდებიან.