შემთხვევა ბაღში

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო აღსაზრდელის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს უკვე სწავლობს.

გორის მე-13 სკოლამდელი დაწესებულების ერთ-ერთი პედაგოგის პასუხისმგებლობის საკითხს მშობლები აყენებენ. მათი განცხადებით აღმზრდელმა დასჯის მიზნით ბავშვი ცივ ოთახში ჩაკეტა. ბაღის ადმინისტრაცია გავრცელებულ ინფორმაციიას უარყოფს. დირექტორი აცხადებს, რომ ინფორმაცია სოციალური ქსელიდან მიიღო და აღსაზრდელის მშობლებს შეხვდა, თუმცა მათ პრეტენზიები არ ჰქონდათ. მომხდარს უარყოფს თავად პედაგოგიც.