დაშავებული მოზარდი სახლში გაწერეს

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე შენობის ნანგრევებში მოყოლილი გოგონას მდგომარეობა სტაბილურია. მოზარდი კლინიკიდან უკვე  გაწერეს. 10 წლის ბავშვს ტრავმული დაზიანებები ჰქონდა. ის ერთადერთია, ვინც ნგრევის დროს დაშავდა. შეგახსენებთ, რომ ავარიული შენობა ზუგდიდში გუშინ ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი არასრულწლოვანი მაშველებმა გადაარჩინეს. შენობაში აფხაზეთიდან დევნილი ხუთი ოჯახი ცხოვრობდა. რამდენიმეს ახალ საცხოვრებელ კორპუსებში ბინები უკვე გადაეცა. რაც შეეხება იმ ოჯახს, რომლის საცხოვრებელი ფართიც დაინგრა, მათ სოფლად სახლის შესყიდვაზე განცხადება ჰქონდათ შეტანილი.

მოამბე