ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია

წლის ბოლოსთვის თბილისის ერთ-ერთი ისტორიული უბანი ძველ იერსახეს დაიბრუნებს. ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

მასშტაბური და რამდენიმე ეტაპად დაყოფილი პროექტი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას, უნიკალური შენობების გამაგრებას, საფეხმავლო ბილიკების მოწყობას და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში რამდენიმე ავარიული შენობის დემონტაჟი მოხდა, მათ ადგილზე ახალი სახლები აშენდა.