1000-მდე აღსაზრდელი 11 სკოლამდელ დაწესებულებაში გადანაწილდა

18:47, 29.01.2018

ავარიული შენობის გამო დახურული ოთხი ბაღის ათასამდე აღსაზრდელი 11 სკოლამდელ დაწესებულებაში გადანაწილდა. ჯგუფებში კი ბავშვებთან კვლავ ძველი აღმზრდელები მუშაობენ.

125-ე, 84-ე, 64-ე და მე-19 ბაგა-ბაღები გასულ კვირას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე დაიხურა.

ბაღების მართვის სააგენტოში იმედოვნებენ, რომ მათი რეაბილიტაცია რამდენიმე თვეში დასრულდება და ბავშვები განახლებულ ბაღებს ახალი სასწავლო წლიდან დაუბრუნდებიან.

 

მსგავსი