ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს, 12:00-ზე დაიწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს 12 საათზე დაიწყება. პირველ ეტაპზე, დარეგისტრირდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახების შვილები, ასევე ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილებიც უკვე სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით.

მეორე ეტაპი 22 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება, ამ შემთხვევაში მოხდება იმ აღსაზრდელების დარეგისტრირება, რომლებიც პირველ ეტაპზე დარეგისტრირებულთა კატეგორიებს არ მიეკუთვნებიან. რეგისტრაცია ბაღების მართვის სააგენტოს ვებ გვერდზე იქნება შესაძლებელი.