ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე ექსპერტები კორპუსის დაზიანებული ნაწილის მდგრადობას ამოწმებენ [ფოტო]
ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე ექსპერტები და ინჟინრები მუშაობენ, რომლებიც კორპუსის დაზიანებული ნაწილის მდგრადობას ამოწმებენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
ექსპერტების დასკვნის შემდეგ, ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, კერძო კომპანია სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
დროებით საცხოვრებელში ამ დრომდე 28 ოჯახი რჩება. მათ ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები საკუთარი ბინებიდან მაშველების დახმარებით გუშინ გამოიტანეს.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში 15 ნოემბერს დილით მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. ამასთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მაშველები აფეთქების ადგილზე დედა-შვილს დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში დაღუპულები იპოვეს.