ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოში ხეების 30 პროცენტზე მეტ სახეობას გადაშენება ემუქრება
ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოში ხეების 30 პროცენტზე მეტ სახეობას გადაშენება ემუქრება

მსოფლიოში ხეების 30 პროცენტზე მეტ სახეობას გადაშენება ემუქრება, – ამის შესახებ „საერთაშორისო ბოტანიკური ბაღების დაცვის“ ანგარიშშია საუბარი.

კვლევის მიხედვით, სხვა ხეებთან ერთად, საფრთხე ემუქრება მუხებს, მაგნოლიებს და ტროპიკულ ხეებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ხეების 17 500 სახეობა საფრთხის წინაშეა, და ეს საფრთხე ორჯერ მეტია იმ საფრთხეზე, რაც ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, ამფიბიებსა და ქვეწარმავლებს ერთად ემუქრება.

კონსერვაციის ჯგუფები ითხოვენ გადაუდებელ მცდელობებს ისეთი საფრთხეების ფონზე, როგორიცაა ტყეების გაჩეხვა, ჭრა და კლიმატის ცვლილება.

ხეების დაახლოებით 142 სახეობა უკვე გაქრა ველური ბუნებიდან, ხოლო 442 გადაშენების პირასაა, რადგან თითოეული მათგანის 50-ზე ნაკლები ხეა დარჩენილი.

მეცნიერთა ვარაუდით, მილიონ ცხოველსა და მცენარის სახეობას გადაშენება ემუქრება. ბოლო 300 წლის განმავლობაში, გლობალური ტყის ფართობი შემცირდა დაახლოებით 40 პროცენტით და 29 ქვეყანამ ტყის საფარის 90 პროცენტზე მეტი დაკარგა.