ირაკლი კობახიძე - არიან ექსპერტები, რომელთა პროგნოზი დღემდე არ გამართლებულა, ჩვენ კი, მათ კომენტარებზე გვიწევს კომენტარების გაკეთება
ირაკლი კობახიძე - არიან ექსპერტები, რომელთა პროგნოზი დღემდე არ გამართლებულა, ჩვენ კი, მათ კომენტარებზე გვიწევს კომენტარების გაკეთება

ქართულ პოლიტიკაში გვყავს ხუთი ექსპერტი, რომელთა პროგნოზი დღემდე არ გამართლებულა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

„ქართულ პოლიტიკაში გვყავს ხუთი ექსპერტი, რომლებსაც ამდენი წლის განმავლობაში ჰქვია „ექსპერტი.” თითოეული მათგანი არის ერთგვარი ვანგა ქართულ პოლიტიკაში, რომელთა არც ერთი პროგნოზი დღემდე არ გამართლებულა.

წარმოიდგინეთ, ფეხბურთში ექსპერტი, რომლისთვისაც შეუძლებელია რომელიმე ანგარიშის გამოცნობა. როცა ვერც ერთ ანგარიშს ვერ გაარტყამს ფეხბურთის ექსპერტი, ხომ აღარ დაუძახებთ მეხუთედ, მეექვსედ?! არიან ადამიანები, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, რომლებიც ვერც ერთ პროგნოზს ვერ არტყამენ, ვერც 2012 წლის შემდეგ, ვერც მანამდე და დღემდე ითვლებიან ექსპერტებად. ჩვენ კი, რატომღაც გვიწევს მათ კომენტარებზე კომენტარების გაკეთება, რაც დროის ფლანგვაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.