ზემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.