ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მაშველებმა ბავშვის ცხედარი იპოვეს
ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მაშველებმა ბავშვის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ამასთან, ცოტა ხნის წინ, მაშველებმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს. დედა-შვილს ნანგრევებში რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

დაღუპულების ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.

ამასთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა.