ზებედა რეხვიაშვილის ბრინჯაო ეკატერინბურგის დიდ სლემზე [ვიდეო]
ზებედა რეხვიაშვილის ბრინჯაო ეკატერინბურგის დიდ სლემზე [ვიდეო]

-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზებედა რეხვიაშვილი, ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც წლევანდელ ეკატერინბურგის დიდ მუზარადზე კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა. რეხვიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იტალიელი – ანტონიო ესპოზიტო 14 წამში დაამარცხა.

რეხვიაშვილმა ამ გამარჯვებით შარშანდელი შედეგი გაიმეორა. გასულ წელსაც ეკატერინბურგში მან ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, სულ კი ეს ზებედასთვის გრანდ სლემებზე მეოთხე მედალი იყო.

ეკატერინბურგის წლევანდელ დიდ მუზარადზე, მონაწილეობა სულ რვა ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო მათგან კი ფინალურ ბლოკამდე კიდევ ერთმა – ონისე ბუღაძემ მიაღწია.

რეხვიაშვილის მსგავსად საბოლოოდ მანაც მესამე ადგილისთვის იჭიდავა, თუმცა მედლის აღება ვეღარ მოახერხა. გადამწყვედ ორთაბრძოლაში ბუღაძე, რუს – ტამერლან ბაშაევს დაუპირისპირდა, რომელმაც მანამდე ასპარეზობას გურამ თუშიშვილი გამოთიშა. მედლისთვის ბრძოლის 3 წუთი და 40 წამი გდებების გარეშე დასრულდა, ამის შემდეგ კი ქართველმა მძიმეწონოსანმა მესამე გაფრთხილება მიიღო, რაც ჰანსუკომაკე და მარცხს ნიშნავს.

დღეს გამართულ მამაკაცთა ოთხ და ქალთა სამ წონით კატეგორიაში, მედლები საბოლოოდ შემდეგნაირად გადანაწილდა.

კაცები:

-81 კგ
1. სოტარო ფუჯივარა (იაპონია)
2. ტაკეში სასაკი (იაპონია)
3. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)
3. საეიდ მოლაეი (ინდოეთი)

-90 კგ.
1. ალეკსანდრ კუკოლჯი (სერბეთი)
2. იაჰორ ვარაპაიეუ (ბელორუსი)
3. ალტანბაგანა განტულგა (მონღოლეთი)
3. ნიკოლას მუნგაი (იტალია)

-100 კგ.
1. ნიაზ ილიასოვი (რუსეთი)
2. ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)
3. დანიელ მუკეტე (ბელორუსი)
3. ლაურინ ბოელერი (იტალია)

+ 100 კგ.
1.ჰიოგა ოტა (იაპონია)
2. ჰენკ გროლი (ჰოლანდია)
3. ტამერლან ბაშაევი (რუსეთი)
3. რაფაელ სილვა (ბრაზილია)

ქალები:

-70 კგ.
1. მარია პორტელა (ბრაზილია)
2. ტაისია კირეევა (რუსეთი)
3. ბარბარა მატიჩი (ხ0რვატია)
3. ბარბარა ტიმო (ბრაზილია)

-78 კგ.
1. რიკა ტაკაიამა (იაონია)
2. ლუიზე მალაზანი (გერმანია)
3. ანა მარია ვაგნერი (გერმანია)
3. მაირა აგუიარი ( ბრაზილია)

+78 კგ.
1.ლარისა ჩერიჩი (ბოსნია)
2. მარია ალტიმენი (ბრაზილია)
3. კაროლინ ვაესი (გერმანია)
3. ბეატრიზ სოუზა (ბრაზილია)