რაფაელ ნადალი - წელის ტკივილის გამო რთული მატჩებისთვის მზად არ ვარ
რაფაელ ნადალი - წელის ტკივილის გამო რთული მატჩებისთვის მზად არ ვარ

„დიდი სლემის” ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის წინ თავისი ჯანმრთელობის შესახებ ილაპარაკა.

„ვერ ვიტყვი, რომ საშინელ ფორმაში ვიმყოფები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის მატჩების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. რამდენიმე დღის წინ, დისკომფორტი ვიგრძენი წელის არეში. ამიტომაც, ვმკურნალობ და იმედი მაქვს, რომ პრობლემა მოგვარდება. ჯერჯერობით, მზად არ ვარ რთული მატჩებისთვის, ამიტომაც, ვარჯიშებზე ბოლომდე ვერ ვიხარჯები. არ ვიცი, როდის გაუმჯობესდება სიტუაცია“, – განაცხადა მსოფლიოს მეორე ჩოგანმა.

რაფაელ ნადალი ესპანეთის ნაკრების განაცხადში იყო ATP Cup-ზე, მაგრამ სწორედ ტრავმის გამო ვერც ერთ მატჩში ვერ დაეხმარა თავის გუნდს.