ზაზა სარალიძე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდება
ზაზა სარალიძე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე დროებითი საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდება.

ზაზა სარალიძეს პარლამენტში ელოდებიან.

როგორც სარალიძემ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც ზვიად კუპრავას და კიდევ რამდენიმე პირის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას მიმართავს, მანამდე კი, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდება.

ამასთან, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, პარლამენტის შენობაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. როგორ კობახიძემ განაცხადა, ის დეპუტატ ნიკა მელიასთან დაკავშირებით მომხდარით დაინტერესდა და მიიღო ინფორაცია, რომ ნიკა მელიას შემთხვევის ადგილიდან განრიდება მოხდა.

დაპირისპირება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დღეს მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირებისას დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის დეპუტატი ნიკა მელია.