ირაკლი კობახიძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა [ვიდეო]

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა დასრულდა.

შს მინისტრმა შეხვედრის შემდეგ პირველ არხთან არც რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებსა და არც შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე კომენტარი არ გააკეთა.

შეხვედრა თბილისში, პარლამენტის შენობაში შედგა და სავარაუდოდ, ის რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ინციდენტი მოხდა. მათ შორის ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე პირი დააკავეს.