ზაზა ბაქრაძე -  ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი ზურაბ მიქაძემ მიიტანა
ზაზა ბაქრაძე -  ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი ზურაბ მიქაძემ მიიტანა

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, ძებნილი, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე  აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე  იარაღი საკუთარი სამსახურეობრივი ავტომობილით,  ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოდან, თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ მიიტანა.

როგორც ბაქრაძემ პირველ არხს განუცხადა, მიქაძემ იარაღი პატრულის სხვა თანამშრომლებს გადაუნაწილა, რომლებმაც ის შემთხვევის ადგილზე დააწყვეს.

ზაზა ბაქრაძეს ბრალი  ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე  მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ედება. ბაქრაძე წარდგენილ ბრალს ხუთი წლის შემდეგ სრულად ეთანხმება და აცხადებს, რომ რობაქიძის მკვლელობის ადგილი თავად დაათვალიერა და იქ იარაღი არ ყოფილა. ამასთან, ძებნილი ბაქრაძე თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ზურაბ მიქაძესა და შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გურამ დონაძეს შანტაჟში ადანაშაულებს.

ბაქრაძის კომენტარი პირველმა არხმა „სკაიპით“ ჩაწერა.