ყვარლის სოფელ ენისელში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ყვარლის სოფელ ენისელში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ცეცხლი თავდაპირველად მიტოვებულ ორსართულიან სახლს გაუჩნდა, რის შემდეგაც გვერდით მდებარე ორ საცხოვრებელ სახლზე გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებული იყო ყვარლის, თელავისა და გურჯაანის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.