სოფელ ცაიშში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
სოფელ ცაიშში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ერთსართულიან სახლში შემთხვევის დროს ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოხერხდა ავეჯის მცირე ნაწილის გატანა. ოჯახის ახლობლები და მეზობლები დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევას ითხოვენ.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.