ბაქოში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
ბაქოში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ბაქოში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულებს შორის ხუთი ბავშვია. დაზარალებულებმა კვამლით ინტოქსიკაცია მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავს მოეკიდა.

ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.