შუახევის მუნიციპალიტეტში ორი საცხოვრებელი სახლი იწვის
შუახევის მუნიციპალიტეტში ორი საცხოვრებელი სახლი იწვის

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანში ორი საცხოვრებელი სახლი იწვის. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის მესამე სახლზე გავრცელების საშიშროებაც არის.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.