ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა
ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

ავლაბარში, ბაჩანას ჩიხის ოთხ ნომერში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

ადგილობრივების განცხადებით, სახლი ავარიული იყო და მოსახლეობას სახლის შეკეთებასთან დაკავშირებით გამგეობისთვის მიმართული ჰქონდა.

როგორც საგანგებო სიტუაციის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამედიცინო დახმერების ბრიგადა და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.