სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი იწვის
სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი იწვის

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი იწვის.

ცეცხლის ჩაქრობას ახმეტისა და თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხუთი ეკიპაჟი ცდილობს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ბირკიანში მერის რწმუნებულმა ოთარ მუთოშვილმა განუცხადა, სახლში რვასულიანი ოჯახი ცხოვრობდა.

,,ერთსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. დამწვარია საოჯახო ნივთებიც და საყოფაცხოვრებო ტექნიკაც. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახი დროებით ნათესავებთან გაათევს ღამეს”,- განაცხადა ოთარ მუთოშვილმა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება.