წილკანში არჩილ ტატუნაშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს. ადგილზე ტატუნაშვილის ახლობლები და მეგობრები იმყოფებიან.
წილკანში უკვე ჩავიდა საპატიო ყარაული.
არჩილ ტატუნაშვილს სოფელ ქანდაში 24 მარტს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ტატუნაშვილის დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.
ოკუპირებული ტერიტორიიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 20 მარტს ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა. ტატუნაშვილის ცხედარი საოკუპაციო ხაზთან წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მიასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს წუხელ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზა ბიუროში ჩაუტარდა, რის შემდფეგაც წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.