მიხეილ ყაველშვილი - დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, პატივი მივაგოთ მის ხსოვნასა და დიდებას
მიხეილ ყაველშვილი - დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, პატივი მივაგოთ მის ხსოვნასა და დიდებას

პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს არის არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღე. მინდა, მის ხსოვნას და დიდებას პატივი მივაგოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამარჯვებებიც გაერთიანებს, ასევე ტრაგედიებიც და ვიმედოვნებთ, საქართველო აუცილებლად გაერთიანდება და არასდროს დავივიწყებთ მის ხსოვნას. გამარჯვება საქართველოს!“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.

საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი გმირი ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.