თეა ახვლედიანი - ხუთი წელი შესრულდა არჩილ ტატუნაშვილის შემზარავი მკვლელობიდან, რომელმაც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს ღირსების დაცვას, მსურს, ქედი მოვიხარო მისი ხსოვნის წინაშე
თეა ახვლედიანი - ხუთი წელი შესრულდა არჩილ ტატუნაშვილის შემზარავი მკვლელობიდან, რომელმაც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს ღირსების დაცვას, მსურს, ქედი მოვიხარო მისი ხსოვნის წინაშე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

სახელმწიფო მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო. თეა ახვლედიანმა გმირის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.

„დღეს ხუთი წელი შესრულდა ახალგაზრდა ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის შემზარავი მკვლელობიდან, რომელმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს ერთიანობისა და ღირსების დაცვას. მსურს, ქედი მოვიხარო მისი ხსოვნის წინაშე და კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაზე, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში დღემდე მიმდინარე ოკუპაციის უმძიმეს შედეგებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს და აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც პასუხს აგებენ ჩადენილი დანაშაულისთვის ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი გმირების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე პირები და ჩვენი სამშვიდობო, თანმიმდევრული პოლიტიკით აუცილებლად მოხდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ომით გაყოფილი საზოგადოების გაერთიანება,“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.