არჩილ ტატუნაშვილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ
არჩილ ტატუნაშვილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

არჩილ ტატუნაშვილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საპატიო ყარაული უკვე წილკანში იმყოფება.  არჩილ ტატუნაშვილს სოფელ ქანდაში 24 მარტს დაკრძალავენ. არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

ოკუპირებული ტერიტორიიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 20 მარტს ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა. ტატუნაშვილის ცხედარი საოკუპაციო ხაზთან წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მიასვენეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.